დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებს აძლევს შანსს დახვეწონ, განავითარონ და განახორციელონ ბიზნეს იდეა.

19-20 სექტემბერს ჩატარდება კრეათონი გუნდების და იდეების ჩამოყალიბებისთვის. რის შემდეგაც ყველა დარეგისტრირებული პირი გაივლის ბიზნესს სატრენინგო კურსს, გაეცნობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მუშაობის პრინციპს. აგრეთვე, გაეცნობიან ლაბორატორიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიების ბიზნეს საქმიანობაში გამოყენებისა და ამ ტექნოლოგიების ბაზაზე ინოვაციური პროდუქტების შექმნის პერსპექტივებს.

ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა თუ მარკეტერებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ გუნდები, ერთობლივად შეიმუშაონ იდეები, შექმნან ბიზნეს მოდელი, ასევე შექმნან პროდუქტის 2D მოდელი და ჩამოაყალიბონ კომპანია. სატრენინგო კურსის შემდეგ შერჩეული მონაწილეები გადავლენ პროექტის შემდეგ ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს მენტორებთან შეხვედრას, პროტოტიპის შექმნასა და რეალიზებას. პროდუქტის ბაზარზე გატანა პროექტის ფარგლებში პირველად თბილისი მოლში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე მოხდება, სადაც მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქტის დატესტვას და სამომავლო სტრატეგიების განსაზღვრას.

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით შემდეგ მისამართზე:

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 სექტემბერი.