"რედისონ ბლუ ივერია" "საქართველოს წამყვან ბიზნეს სასტუმროდ" დაასახელეს

WorldTravelAwards™-მა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" "საქართველოს წამყვან ბიზნეს სასტუმროდ" დაასახელა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სიახლეა, რადგან მზარდი კონკურენციის ფონზე, "რედისონ ბლუ ივერია თბილისი" და "რედისონ ბლუ ბათუმი" ერთდროულად იღებენ პრესტიჟულ ჯილდოებს.  მათივე ინფორმაციით, დაჯილდოება გაიმართა 6 სექტემბერს სარდინიაში, Forte Village Resort-ში, სადაც "რედისონ ბლუ ივერია თბილისი" გენერალურ მენეჯერს, ჯონ ლოსასოს გადაეცა აღნიშნული ჯილდო.

WorldTravelAwards™ დაარსდა 1993 წელს. ყოველწლიურად, საერთაშორისო ჟიური სასტუმროებსა და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში აჯილდოვებს, როგორც მსოფლიო, ისე - საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე. კატეგორიები მოიცავს სასტუმროს, ავიაკომპანიას, ტურისტულ სააგენტოსა, და ავტოსატრანსპორტო მომსახურების კომპანიებს. The Wall Street Journal-მა, The WorldTravelAwards-ის ჯილდო სამოგზაურო ინდუსტრიის "ოსკარად" აღიარა. დღეს ეს ბრენდი ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ და ხარისხის საბოლოო მარკად არის აღიარებული მთელს მსოფლიოში.