ნორვეგიელი მილიარდერი მიგრანტებს საკუთარ სასტუმროებს დაუთმობს

ნორვეგიელმა მილიარდერმა, რომელიც სასტუმროების ქსელის მფლობელია, მიგრანტებს საკუთარ სასტუმროებში 5 ათასი ღამის გათავება შესთავაზა.

„ჩვენ 5 ათასი ღამით დავიტოვებთ ლტოლვილებს, რომელთაც თავშესაფარი სჭირდებათ“, - დაწერა „ტვიტერზე“ პეტერ სტორდალენმა, რომელიც სასტუმროების ქსელს Nordic Choice Hotels ფლობს.

ნორვეგიელი მილიარდერის განცხადებით, ევროპაში არსებული „მიგრანტთა დრამა ყველას ერთნაირად ეხება“.

აგვისტოში ნორვეგიამ 2,313 მიგრანტი მიიღო. უმრავლესობა მათგანი სირიიდან, ერითრეადან და ავღანეთიდან არის.