საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 უცხოური მანქანის მოდელი

რამდენი მანქანაა საქართველოში რეგისტრირებული და რომელი მარკის მანქანებია პოპულარული?

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მათმა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 2014 წლის ინფორმაციას ასახავს, 2014 წელს ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 9.7% შეადგინა.

2014 წლის მონაცემით, საქართველოში მსუბუქი, მსუბუქი მაღალი გამავლობის, სატვირთო და სამგზავრო სულ 964 754 მანქანაა რეგისტრირებული. სპეც.ტექნიკის, მოტოტრანსპორტის, მისაბმელების, სპეციალიზებული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტის რაოდენობამ კი 2014 წელს 20 000-ს გადააჭარბა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-ის და OPEL -ის მარკის ავტომანქანები. 2014 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა  NISSAN-ის დაU SUBARU-ს რაოდენობები.

მამაკაცები უპირატესობას MERCEDES–ის მარკის ავტომანქანებს ანიჭებენ, ხოლო ქალები NISSAN-ს. მოდელებიდან მამაკაცებში პირველ ადგილზეა MERCEDES BENC E, ხოლო ქალებში ლიდერობს HONDA FIT. რაც შეეხება, მანქანების მარკის ათეულს, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში გავრცელებული მარკის ათეული ასეთია: Mercedes, Opel, Ford, BMW, Volkswagen, Toyota, Mitsubishi, Nissan, Honda, Subaru.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 უცხოური მოდელია: Opel Astra, Opel Vectra, Mercedes-Benz E, Mercedes-Benz C, Volkswagen Golf, BMW 3 series, BMW 5 series, Mitsubishi pajero/io/montero, Honda CR-V, Volkswagen Jetta/Vento.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE