ნავთობზე ფასი გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი ოდნავ გაიზარდა. დღევანდელი დილის მონაცემებით, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,41 დოლარით (0,83%) გაძვირდა და ბარელზე 49,93 დოლარი შეადგინა.

გუშინ, ვაჭრობის დახურვისას „ბრენტის“ მარკის ნავთობი ბარელზე 49,52 დოლარი ღირდა.

0,25 დოლარით (0,54%) გაიზარდა WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი და ბარელზე 46,19 დოლარი შეადგინა. წინა სესიის შედეგებით, ნიუ იორკის ნედლი ნავთობი ბარელზე 45,94 დოლარი ღირდა.

„ნავთობის ბაზარი ძალიან პესიმისტური იყო. თუმცა, მისი სტაბილიზაცია დაიწყო და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდი გაგრძელდება“, - აღნიშნა CMC Markets-ის ანალიტიკოსმა რიკ სპუნერმა.