ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს კლაუს შვაბს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესორ შვაბს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ დალიანის ეკონომიკური ფორუმი საქართველოსთვის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.