მილიარდერები, რომელთაც ქონება დაკარგეს

მიმდინარე წელს მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობად რეკორდულ რაოდენობს მიაღწია - „ფორბსის“ მონაცემებით, მათი რიცხვი 1 826-მდე გაიზარდა.

რეიტინგს 290 ახალი სახე შეემატა, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების საერთო მაჩვენებელმა 7.05 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათგან 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 4.7 ტრილიონი დოლარია.

თუმცა, არიან მილიარდერები, რომელთან წლების განმავლობაში დაგროვილი ქონება სხვადასხვა მიზეზებით დაკარგეს. გამოცემა The Richest იმ მილიარდერების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც მილიარდერის სტატუსი დაკარგეს.

მარტა სტიუარტი

ყოფილი მოდელი, რომელმაც ფაქტობრივად ნულიდან შექმნა უმსხვილესი მედიაიმპერია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს ლედია. მარტა სტუარტი მილიარდერი გისოსებს მიღმა გახდა, როდესაც მისი კომპანიის აქციების ფასი 90%-ით გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ სტუარტს 5-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ინსაიდერული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისთვის. თუმცა, მილიარდერის სტატუსი მარტა სტუარტმა რამდენიმე კვირაში დაკარგა, როცა მისი აქციების ფასი 40%-ით დაეცა.

რობერტ ჯონსონი

Black Entertainment Television-ის დამფუძნებელი რობერტ ჯონსონი პირველი აფროამერიკელი მილიარდერია მსოფლიოში. ქონება მან მედიაკონგლომერატის კომპანია „ვიაკომისთვის“ 3 მილიარდ დოლარად გაყიდვის შემდეგ დააგროვა. თუმცა, მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ჯონსონს ყოფილი მეუღლისთვის 1,2 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია. მას ასევე პრობლემები შეექმნა 2004 წელს, როცა მისი კომპანიის აქციების ფასი დაეცა. რობერტ ჯონსონი მილიარდერის სტატუსს არა, მაგრამ ქონების დიდ ნაწილს შეელია.

ტომას ფრიდმენი

ტომას ფრიდმენი „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობილი ჟურნალისტი გახლავთ. ბევრი მილიარდერისგან განსხვავებით, რომელთაც ქონების დაგროვება დიდი შრომის ფასად მოუწიათ, ტომას ფრიდმენს ნამდვილად გაუმართა. რამდენიმე წლის წინ მან ცოლად შეირთო მილიარდერი ანი ბაქსბომი, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო 3,6 მილიარდი დოლარის ქონება უძრავი საინვესტიციო კომპანიის სახით. თუმცა, უძრავი ქონების ბაზარზე დაწყებული კრზისის გამო, ფრიდმანის მეუღლის კომპანიის ფასი 25 მილიონ დოლარამდე დაეცა.

ბარბარა დევისი

ბარბარა დევისი Davis Petroleum-ის მილიარდერი მფლობელის მარვინ დევისის ქვრივია. 2004 წელს, მარვინ დევიდის გარდაცვალების შემდეგ, „ფორბსმა“ მისი ქონება 5,8 მილიარდ დოლარად შეაფასა. დევისის ქონება მთლიანად ერგო მის ქვრივსა და შვილებს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ დევისების კომპანია მთლიანად გაკოტრდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, გრეგ დევისმა ოჯახის ბიზნესი 150 მილიონ დოლარად გაყიდა, როცა რეალური ფასი სულ მცირე 1 მილიარდი დოლარი იყო.

შონ ქუინი

2008 წელს შონ ქუინი ირლანდიის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, მისი ქონება კი დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. თუმცა, მდიდარმა ბიზნესმენმა არასწორი გათვლა გააკეთა, როდესაც ქონების თითქმის მეოთხედი ბანკში ჩადო კრედიტის სანაცვლოდ. მისი გაუთვალისწინებელი ქმედების შედეგად, მას ბანკის ვალი დაუგროვდა, რასაც ირლანდილი მილიარდერის ქონება შეეწირა - 2011 წელს შონ ქუინი გაკოტრდა.

ადოლფ მერკლე

რამდენიმე წლის წინ ადოლფ მერკლე გერმანიის ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეულში შედიოდა. 2008 წელს მისი ქონება 9,2 მილიარდი დოლარი იყო. თუმცა, ამ ჩამონათვალში მოხვედრილი მილიარდერების მსგავსად, გაუთვალისწინებელი ბიზნეს ნაბიჯების შედეგად, გერმანელი მილიარდერი მალე ჩაეფლო ვალებში, 2009 წელს კი საბოლოოდ გაკოტრდა. მომხდარის გამო 74 წლის ადოლფ მერკლემ თავი მოიკლა.

ეიკე ბატისტა

2012 წელს ბრაზილიელი ეიკე ბატისტა დასილვა ქვეყნის ყველაზე მეიდარი ადამიანი იყო, მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგში კი მეშვიდე პოზიციას იკავებდა 30 მილიარდი დოლარით. თუმცა, ორი წლის წინ ბატისტას პრობლემები შეექმნა - თავდაპირველად მან 200 მილიონი დოლარი დაკარგა, 2014 წლის იანვარში კი თითქმის მთელ ქონებას შეელია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბატისტა ბრაზილიური კონგლომერატის EBX ჯგუფის თავმჯდომარეა, რომელიც ნავთობისა და გაზის კომპანიებს ფლობს, მისი ქონება დღესდღეობით ერთ მილიარდ დოლარზე ნაკლებს შეადგენს.