2002 წელი: ევრო საქართველოშიც გამოჩნდა

"ჩვენი ეპოქა 20 წელი" - ასე ქვია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ 5 წიგნად გამოცემულ სერიას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს. წიგნების სერიაში წარმოდგენილია პუბლიკაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაზეთ "კვირის პალიტრაში" იბეჭდებოდა.

bpn.ge პერიოდულად შემოგთავაზებთ მცირე ფრაგმენტებს წიგნების სერიიდან. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ამონარიდს 2002 წელს დაბეჭდილი პუბლიკაციიდან, რომელშიც "კვირის პალიტრა" მოსახლეობას საქართველოში ევროს გამოჩენას ამცნობს. "2002 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირის 12 სახელმწიფოში ბრუნვაში შევიდა საერთო ევროპული ვალუტა – ევრო. შედეგად დაიწყო მსოფლიოში უპრეცედენტო საფინანსო ოპერაცია. უნდა მოხდეს მიმოქცევიდან მარკის, ფრანკის, შილინგისა და სხვა ფულადი ერთეულების ამოღება, რომლებსაც მთლიანად ჩაენაცვლება ევრო. ახალ ვალუტაზე, ჯერჯერობით, უარი თქვეს ბრიტანეთმა, დანიამ და შვედეთმა. ევრო უკვე გამოჩნდა საქართველოშიც. დადგინდა ევროს კურსი ლარის მიმართ – 1.9409. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოს სავალუტო ბაზარზე მაინც დიდხანს იბატონებს დოლარი!"

"კვირის პალიტრა" 2002 წ.

წიგნის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.palitral.ge/