1 კგ. ქართული ყურძენი 5 ლარად?

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მოხმარებლის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ასახულია, რომ მაღაზიათა ქსელ „ფურშეტში“ 1 კილოგრამი ყურძნის ფასი 5,18 ლარია.

სუპერმარკეტის დახლზე არსებულ საინფორმაციო დაფაზე კი შემდეგი ტექსტი წერია:„ ყურძენი თეთრი სუფრის, საქართველო“.

მაღაზიათა ქსელ ”ფურშეტის” მარკეტინგის განყოფილებაში Bpn-ს განუცხადეს, რომ ფასი რეალური არ არის და ტექნიკური ხარვეზის შედეგი იყო, რომელიც უკვე გამოსწორდა.

”მოხდა ტექბნიკური ხარვეზი, რომელიც უკვე გამოსწორდა. ჩვენთან ყურძენი 2,70 ლარი ღირს. საუბარია თეთრ ქართულ ყურძენზე”, - აღნიშნეს სუპერმარკეტების ქსელ ”ფურშეტის” მარკეტინგის განყოფილებაში.