აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 343-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 25 010 000 ლარი შეადგინა.  მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.980 პროცენტით, მაქსიმალური 10.680 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.282 პროცენტით განისაზღვრა.