რუსი ოლიგარქების ხუთეული, რომლებსაც ყველაზე მეტად სცემენ პატივს

ჟურნალმა "ფორბსმა" ჩაატარა გამოკითხვა, სადაც რესპონდენტებს, კონკრეტული კატეგორიების მიხედვით, რუსი ოლიგარქები უნდა შეეფასებინათ. გამოკითხვის მიზანი იმ ოლიგაქრების გამოვლენა იყო, რომლებსაც ყველაზე მეტი მოქალაქე სცემს პატივს. წარმოგიდგენთ გამოვლენილი რეიტინგის ხუთეულს.

რომან აბრამოვიჩი

ქონება: 9,1 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 27,1%

გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტი ხმა რომან აბრამოვიჩმა დააგროვა. ხალხი მას პატივს სცემს ინტუიციის, წინდახედულობის, კონკურენტების გვერდის ავლის, საქმისადმი მიდგომისა და ეფექტური ბიზნესის წარმოების უნარების გამო. ასევე ის ხასიათდება, როგორც სუფთა რეპუტაციის, მორიდებული და სამართლიანი ადამიანი.

მიხაილ პროხოროვი

ქონება: 9,9 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 23,8%

საქმის მართვის ღრმა ცოდნის გარდა, რესპონდენტები პროხოროვს პატივს სცემენ ტრანსფარენტულობისა და საჯაროობისთვის. მას მიიჩნევენ ეფექტურ მმართველად და ინოვაციების მიმდევრად, რომელიც ყველაფერს ღიად აკეთებს.

ვლადიმირ პოტანინი

ქონება: 15,4 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 19,5%

გამოკითხულთა აზრით, პოტანინი ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა. ყველაფერი დანარჩენის მიხედვით, ის სიის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული წარმომადგენელია: ზომიერად პრინციპული და წინდახედული, ზომიერად ღია და ზომიერად ნოვატორი.

ოლეგ დერიპასკა

ქონება: 6,2 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 15,7%

დერიპასკამ გამოკითხული ადამიანების მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო კატეგორიაში ”სიმკაცრე”, ხოლო მინიმალური - კატეგორიაში ”ტრანსფარენტულობა”. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური  ბიზნესის შექმნა შეძლო რუსეთში.

ელენა ბატურინა

ქონება: 1 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 12,9%

მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლის შესახებ გამოკითხულთა მესამედი ფიქრობს, რომ მას ძალიან ეფექტური ბიზნესი აქვს. ბატურინას პატივს სცემენ კონკურენტებს შორის პირველობის გამო, ასევე საქმეში გამოჩენილი წინდახედულობისა და ინტუიციისათვის. გამოკითხულთა თითქმის ოცი პროცენტი მიიჩნევს, რომ ბატურინამ ბიზნესი დამოუკიდებლად ააწყო ადმინისტრაციული რესურსის დახმარების გარეშე.