"ლუფთჰანზას" პილოტების გაფიცვის შედეგად 1 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა

გერმანული ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" პილოტები მეორე დღეა გაფიცულები არიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პროტესტის შედეგად 1 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, მათ შორის კონტინენტთაშორისი ფრენებიც. დაზარალდა 140 000 მგზავრი.  ეს "ლუფთჰანზას" რიგით მე-13 გაფიცვაა. პროფკავშირების წარმომადგენლები არსებულ სატარიფო შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან. ამას გარდა, პილოტები საპენსიო ასაკის გაზრდას აპროტესტებენ. კერძოდ, იგეგმება საპენსიო ასაკის 59-დან 61 წლამდე გაზრდა. ამ დრომდე პილოტების გაფიცვების შედეგად მილიონზე მეტი მგზავრი დაზარალდა. 8 000-მდე რეისი კი გაუქმდა. პილოტების პროტესტის გამო, კომპანიის ფინანსურმა ზარალმა 300 მილიონ ევროს მიაღწია.