აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში განთავსების ობიექტებში ტურისტების 3%-იანი ზრდა შეინიშნება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში განთავსების ობიექტებში ტურისტების 3%-იანი ზრდა შეინიშნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოს თვეში 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის თანახმად, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში (8 თვე) გასულ წელთან შედარებით, ტურისტების 3%-იანი ზრდა შეინიშნება. სტატისტიკის თანახმად, განთავსების ობიექტების მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს შემდეგი სამიზნე ქვეყნები: თურქეთი (+1%), აზერბაიჯანი (+1,6%), რუსეთი (+1,1%), უკრაინა (+1,2%), სომხეთი (+0,1%), პოლონეთი (+2,7%), ისრაელი (+1,3%), ბელორუსია (+2,8%), ყაზახეთი (+7,1%), ლიტვა (+3,2%).

"აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი წელს განთავსების ობიექტების, ისევე როგორც განთავსების ადგილების რაოდენობაც საგრძნობლად გაზრდილია, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს თვეში რეგიონს 16 ახალი სასტუმრო (686 სასტუმრო ნომერი, 1200-მდე ადგილი) შეემატა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრირებული განთავსების ობიექტების სრული აღწერა და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 852 337 ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 10% პროცენტით აღემატება. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 2%-ით არის გაზრდილი", - ნათქვამია განცხადებაში.