საბაჟო წესების დარღვევის ფაქტებს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის

საბაჟო წესების დარღვევის ფაქტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  საბაჟო გამშვები პუნქტი- "ყაზბეგის" კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შევიდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ვ., რომლის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის დათვალიერების შედეგად, სალონში არსებულ სათავსოში, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, ნივთების საერთო წონამ 163,7 გრამი, ხოლო ღირებულებამ 16 272,4 ლარი შეადგინა.

ანალოგიური ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სადახლო საავტომობილო". სომხეთის რესპუბლიკის მოქალქე მ.ა.-ის კუთვნილი ავტომანქანის რისკის პროფილის (შემთხვევითი შერჩევა) საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საბარგულში და უკანა სავარძელთან არსებულ სათავსოებში მებაჟე ოფიცრებმა 20782,98 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.