"სოფოსბუვირის" დამატებით 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის, "სოფოსბუვირის" დამატებით 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატი ქვეყანაში ეტაპობრივად შემოდის. მისი განბაჟება ცოტა ხნის წინ მოხდა და განსაკუთრებულად დაცულ საცავში, შესაბამისი ნორმების დაცვით ინახება. მათივე ცნობით, მედიკამენტი კომპანია "გილიარდმა" საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისათვის. პროგრამის პირველ ეტაპზე მკურნალობაში ერთვებიან ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად C ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტი. დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო კვლევა, სადაც აღნიშნული იქნება, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის შესახებ. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს. პრეპარატს C ჰეპატიტით დაავადებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.

პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო "ფორმა 100" შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ: 1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (თბილისი.ალ.ყაზბეგის N16); 2. "ჰეპა"(თბილისი, ლუბლიანას 18/20); 3. "ნეოლაბი" (თბილისი, ნუცუბიძის 8); 4. "მრჩეველი" (თბილისი, ყაზბეგის გამზ.9); 5. შპს "ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო" (ზუგდიდი, ონარია); 6. შპს "ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი" (ქ. ბათუმი, რ.თაბუკაშვილის 17, ჯ.ქათამაძის 11); 7. შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედიქალ სიტი(ქ. ქუთაისი, ფოთის ქ.N40); 8. შპს ლივერმედი (ქ, ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N26); 9. ააიპ ,,იმერეთის განვითარების ცენტრი" (ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზ. N27 /გრიშაშვილის მე-4 შესახვევი N9); 10.შპს ,,ქ. რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრი"(ქ. რუსთავი, გ. ოდიშარიას N19); 11. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. (ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. N56).