კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 2.43-დან 2.48 ლარამდე მერყეობს

კომერციულ ბანკებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.43-დან 2.48 ლარამდე მერყეობს.უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები სწრაფად იცვლება.  ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.48 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.36 ლარად. "თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4500 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3800 ლარად.  "ფინკა ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4350 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3850 ლარს მიიღებს. რაც შეეხება "პროკრედიტ ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.4750 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.3650 ლარადაა შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეს ერთი დოლარის შეძენა 2.3876 ლარად არის შესაძლებელი.