ტოპ 10 ინვესტორი კომპანია საქართველოში

2015 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციების რაოდენობამ 530 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 354 მილიონ 700 ათასი დოლარის ოდენობით უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 82%-ით აღემატება და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

სექტორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 207.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების რაოდენობის 58.5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი - 41.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 11.7%), შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობა - 29.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 8.3%), უძრავი ქონება – 19.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციის 5.5%).

2015 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მიხედვით ტოპ ათეული ასე გამოიუყრება:

BP ჯგუფი

შპს შავი ზღვის ტერმინალი

შპს ჯეოსელი

შპს CBD დეველოპმენტ

აიდიეს ბორჯომი - შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი

შპს ტავ ურბან საქართველო

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი

შპს ბათუმი თაუერი

შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში

შპს ოლდ სითი დიველოპმენტ

რეიტინგში მოხვედრილ 50 კომპანიას შორის კი არიან:

შპს ლუკოილ-ჯორჯია

შპს ჯორჯიან აგრო დეველოპმენტი

შპს მოგო

სს სილქნეტი

შპს ჯი სი ეფ უძრავი ქონება

შპს რუსთავის აზოტი

შპს საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი

შპს აჭარა ტექსტილე

სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (ეი პი ემ ტერმინალს)

სს მეტრო ავრასია ჯორჯია

შპს ქეიჯი ენერჯი

შპს დიპლომატ ჯორჯია

შპს სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი

სს მინა

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

შპს ჯორჯიან მანგანეზი

სს ხრამჰესი 2

შპს ტერმინალ ვესტ თრეიდინგი

სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობა საქართველოში

შპს ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის ფილიალი

შპს კონფიდენს გრუპი

შპს აისბერგი 2

შპს სპეციალური სავაჭრო კომპანია ორიფლეკავკასუს

შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი

შპს ველაჯიო დეველოპმენტი

სს სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ

სს ხრამჰესი-1

შპს ფრანჯეო დიზაინ & კონსტრაქშენ Frangeo Design & Construction Ltd

შპს დიოლერ ჯორჯია

ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში

შპს ერნსტ ენდ იანგი

შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია

მოტტ მაკდონალდ ლიმითიდ - MOTT MACDONALD LIMITED-ის საქართველოს ფილიალი

შპს სოკარ ენერჯი ჯორჯია

შპს მედეა ოფერეითინგ კომპანი

სს ელმავალმშენებელი

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

უცხოური საწარმოს ფილიალი LUGAMINO HOLDING LIMITED-ის წარმომადგენლობა

შპს საქართველო-ურბან ენერჯი

შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია - 160 მილიონი დოლარით, რომელსაც ნიდერლანდები და თურქეთი მოსდევს, შესაბამისა 68 მილიონი დოლარითა და 41 მილიონი დოლარით.