კომპანია AECOM-ის ექსპერტებმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" თავიანთი მოსაზრებები წარუდგინეს

ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტებმა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დირექტორთა საბჭოს წევრებმა, დღეს, სასტუმროში "ჰოლიდეი ინ"-ში შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, შეხვედრა რადენიმე საათს გაგრძელდა და მას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წამყვანი სპეციალისტებიც ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, AECOM-ის ექსპერტებმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დირექტორთა საბჭოს კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს. "აღნიშნულის შესახებ სრულყოფილი დოკუმენტის შედგენა გარკვეულ დროსა და ერთობლივ მუშაობას მოითხოვს", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტები თბილისში კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მოწვევით იმყოფებიან. AECOM-ი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება, რაც ქართულ კომპანიას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლაშიც შეუწყობს ხელს.