მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა

გასული კვირაში აშშ-ის ნავთობის მარაგის ზრდის გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, დღეს დილით ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 0,7%-ით დაეცა და ბარელზე 47,24 დოლარი შეადგინა.

0,6%-ით შემცირდა WTI-ის ნავთობის ფასი ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე და ბარელზე 43,89 დოლარი შეადგინა.

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი თითქმის სამწლიან მინიმუმამდე დაეცა. დღეს დილით უნცია ოქროს ფასმა 1.120,38 დოლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად უნცია ოქროზე 1.121,40 დოლარი დაფიქსირდა.