გურჯაანში ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

გურჯაანის რაიონის გამგეობასთან გლეხების აქცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, გამგეობასთან გურჯაანის რაიონის 5 სოფლის 200-მდე მევენახეა შეკრებილი. გლეხები ქარხნების გახსნას და ყურძენზე ფასის მომატებას ითხოვენ. აქციის მინაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყურძენზე არსებული ფასი არ გაიზრდება, ისინი ვენახების გაჩეხვით იმუქრებიან.

ამ დროისთვის ფასები ასეთია - ”რქაწითელი” 60 თეთრი, ”საფერავი” - 70 თეთრი. გლეხები ფასის ლარამდე და ორ ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, კახეთში ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ერთი საათით გზაც გადაკეტეს, თუმცა გზა პოლიციამ გახსნა.