"ტექნო ბუმის" აქცია "ისწავლე ახალი ლეპტოპით, პლანშეტური კომპიუტერით და სმარტფონით" დაიწყო

"ტექნო ბუმის" ახალი აქცია სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, "ისწავლე ახალი ლეპტოპით, პლანშეტური კომპიუტერით და სმარტფონით" მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს.

კომპანიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, ეფექტიანად და ეკონომიურად, ერთის ფასად შეიძინოს ორი, ანუ იყიდოს ნებისმიერი პლანშეტური კომპიუტერი და მასთან ერთად სმარტფონიც წაიღოს. მათივე ინფორმაციით, ფასდაკლებები დაიწყო მსოფლიო ბრენდების ლეპტოპებზეც. მაგალითად, LENOVO-ს ბრენდის ლეპტოპი ინტელის 2, 41 GHZ პროცესორით, 320 GB მყარი დისკით და ოპტიკური წამკითხველით DVD+RW სულ რაღაც 595 ლარი ღირს.

"ტექნო ბუმის" მენეჯმენტის ინფორმაციით, აქცია სექტემბრის ბოლომდე მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება. "კომპანია მოსწავლეებსა და სტუნდენტებს მოუწოდებს, გამოიყენონ ეს შანსი და შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს ახალი ლეპტოპით, სმარტფონით და პლანშეტური კომპიუტერით. კომპანიის გადაწყვეტილებით, ფასდაკლებისა და აქციების მიუხედავად, ამავდროულად მოქმედებს განვადება. სასწავლო და სტუდენტური კვირეული, აქცია "იყიდე ორი ერთის ფასად" და ფასდაკლებები "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება", - აცხადებენ კომპანიაში.