ბაქოში "სტარბაქსი" გაიხსნა

აზერბაიჯანის დედაქალაქში მსოფლიოში ყავახანების უმსხვილესი ქსელის „სტარბაქსის“ პირველი ყავახანა გაიხსნა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „სტარბაქსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ბაქოში „სტარბაქსის“ პირველი ყავახანა სავაჭრო ცენტრ Port Baku-ში განთავსდა.

“სტარბაქსი” ყავის უმსხვილესი ამერიკული კომპანიაა მთელს მსოფლიოში. მას 50 ქვეყანაში 18 ათასზე მეტი ყავახანა აქვს გახსნილი.

“სტარბაქსში” მომხმარებელს ესპრესოს, სხვა ცხელი გამაგრილებელი სასმელების, სენდვიჩების, ნამცხვრების და ტკბილეულის შეძენა შეუძლია.

“სტარბაქსი” 1971 წელს სიეტლში დაფუძნდა და პირველი ყავახანაც სწორედ სიეტლში გაიხსნა.