ბრიტანელმა დიზაინერმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ტორტი შექმნა

არაბმა შეიხმა ტორტის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა

ტანსაცმლის ბრიტანელმა დიზაინერმა დები ვინგამმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ტორტი შექმნა.

4 ათასი ბრილიანტით გაწყობილი ტორტის ღირებულება 50 მილიონი ფუნტია. ბრიტანული მედიის ცნობით, ტორტი სხვადასხვა სახის ბრილიანტებით არის გაწყობილი, მათ შორის ვარდისფერი, ყვითელი და თეთრი ბრილიანტებით.

რაც შეეხება თავად დესერტს, მასზე გამოსახულია მოდების ჩვენება, რომელსაც ჟურნალ „ვოგის“ ცნობილი რედაქტორი ანი ვენტური ესწრება. დიზაინერის განცხადებით, ტორტის ეს ნაწილი იჭმევა. bpn

444 კილოგრამი წონის ტორტი ბრიტანელ დიზაინერს ერთ-ერთმა არაბმა შეიხმა თავისი ქალიშვილის დაბადების დღის აღსანიშნად შეუკვეთა.

ტორტის დამზადებას დები ვინგამმა 45 დღე მოანდომა. მის მოსამზადებლად 114 კგ. კარამელი და 57 კგ. შოკოლადი დაიხარჯა. ტორტზე გამოსახული თითოეული მოდელი ხელით დაამზადა და თითოეული მათგანის დასამზადებლად 1 100 საათზე მეტი დასჭირდა.

33 წლის დები ვინგამმა ასევე ეკუთვნის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული, შავი და წითელი ბრილიანტებით გაწყობილი კაბის დიზაინიც, რომლის ღირებულება 11,5 მილიონი ფუნტია.