ოთარ დანელია რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე განცხადებას გააკეთებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რთველთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღეს ბრიფინგს გამართავს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრიფინგი 15:00 საათისთვის არის დანიშნული. კახეთში რთველი დღეს დაიწყო. გურჯაანში კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გლეხები ყურძნის ჩაბარებაში სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ და ასახელებენ ფასს დაახლოებით 1-დან 2 ლარამდე.