აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით, აგვისტოს თვე ტურისტული ღონისძიებებით გამორჩეული იყო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებით, რეგიონისათვის აგვისტოს თვე ტრადიციულად ტურისტული ღონისძიებებისა და სიახლეების სიმრავლით გამორჩეული და მნიშვნელოვანი თვე იყო.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარა-ბათუმის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ აგვისტოს თვეში უცხოელი ჟურნალისტებისათვის რამდენიმე საინფორმაციო ტური განხორციელდა. "დეპარტამენტმა რამდენიმე ქვეყანაში მედია ტურების მიმდინარე შედეგები შეაჯამა, ჩაატარა პრეზენტაციები და შეხვედრები რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად, საინფორმაციო მხარდაჭერა გამოუჩინა რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, რეგიონის ტურიზმის სტატისტიკაზე, ასევე ტურიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვლენებსა და სიახლეებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ფესტივალებზე ერთიან ფორმატში ინფორმაციის ხილვა შესაძლებელი დეპარტამენტისა და აჭარის მთავრობის ერთიანი პორტალის სპეცილურ გვერდებზე: http://gobatumi.com/ge/about-us/media-centre/news/august-digest-dtra-2015/311, http://www.adjara.gov.ge/description.aspx?gtid=284511#.VfFCAhGqpBc", - აცხადებენ დეპარტამენტში.