გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის" შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის" შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.  კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი ახლა "საკანონმდებლო მაცნეში" უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა. ამასთან, დღეს ბათუმში ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ, რომელმაც ხელმოწერის მიზეზები განმარტა.

"საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია", - აღნიშნა დავით პატარაიამ.