მსოფლიოში საუზმის ღირებულება ხუთწლიან მინიმუმამდე დაეცა

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარე წელს მკვეთრად დაეცა ფასები საუზმის ტრადიციულ ინგრედიენტებზე.

გამოცემის ცნობით, საუზმის ექვს ძირითად ინგრედიენტზე - ხორბალზე, რძეზე, ყავაზე, ფორთოხლის წვენზე, შაქარსა და ღორის ხორცზე ფასები მკვეთრად დაეცა და 2010 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა.

ექსპერტთა განცხადებით, საუზმეზე ყავის დალევა უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე სხვა ტრადიციული ცხელი სასმელების. მაგალითად, ჩაის ფოთლის ფასი წყლის დასაწყისიდან მოყოლებული 67%-ით გაიზარდა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, სასურსათო ფასების ინდექსი 2015 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით 5,2%-ით შემცირდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნაა 2008 წლის დეკემბრიდან მოყოლებული.

მიმდინარე წელს ყავის ფასი მსოფლიო ბაზარზე 28%-ით დაეცა, ღორის ხორცის ფასი - 16%-ით, შაქრის ღირებულება - 22%-ით, ფორთოხლის წვენის - 10%-ით, ხორბლის - 23%-ით. წლიური მაჩვენებლით მხოლოდ რძის ფასი გაიზარდა 2%-ით.