რუსეთ-საქართველოს შორის ავიაგადაზიდვები 84%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსეთ-საქართველოს შორის ავიაგადაზიდვები 84%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე წელს რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ავიამომსახურებით 179 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, 2014 წელს კი მათი რაოდენობა 81 ათასი იყო. რუსეთ-საქართველოს შორის ავიარეისებს ოთხი კომპანია - „აეროფლოტი“, „ტრანსენერგო“, „სიბირი“ და Georgian Airways ასრულებს.