ლარსისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერები არიან გაჩერებული

ლარსისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერები არიან გაჩერებული.როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, სტეფანწმინდიდან ლარსამდე ტრაილერების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია და ისინი საზღვარზე გადასვლას ვერ ახერხებენ.  ტრაილერების მძღოლების თქმით, უკვე რამდენიმე თვეა მსგავსი პრობლემები აქვთ, რის გამოც მათი ტრანზიტული მოძრაობა ფერხდება.