მევენახეებმა თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს

თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტილია. გზა მევენახეებმა გადაკეტეს , რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს.

ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია. აქციის მონაწილეები კახეთში ოთარ დანელიას ჩასვლას ითხოვენ.