ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთში 4,4 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტო "რთველი 2015"-ის სტატისტიკას აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 4,4 ათას ტონამდე ყურძენი, მათ შორის, 931 ტონამდე რქაწითელი, 1100 ტონამდე საფერავი, 260 ტონამდე კახური მწვანე და 2071 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთში ყურძენს გადამუშავების პროცესში ჩართულია 17 ღვინის მწარმოებელი კომპანია. მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ღვინის საწარმო, რომელიც დღეს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებიდან მიიღებს ყურძენს. ეტაპობრივად რთველში კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვება და პარალელურ რეჟიმში ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი სხვა საწარმოებიც დაიწყებენ. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური საიტი www.rtveli2015,gov.ge.