საქართველოს რეგიონებში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები მოეწყო

ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები მოეწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, ყურძნის სარეალიზაციო ადგილებია მოწყობილი: ქუთაისში (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავში (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდში (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაურში (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთში (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორსა (მოსკოვის ქ. #1) და ბათუმში (მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. ,,ხოფას ბაზარი", გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);

"თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან - 2.50 ლარამდე მერყეობს", - აცხადებენ სამინისტროში. რთველი 2015-ის ფარგლებში ყურძნის კრეფა 10 სექტემბრიდან დაიწყო. დღეის მონაცემებით ღვინის საწარმოების მიერ უკვე გადამუშავებულია 4400 ტონა ყურძენი.