როგორი იქნება ახალი სავაჭრო ცენტრი თბილისში (+ფოტო)

ცენტრამდე მისასვლელად მომხმარებლებს ყოველდღე მეტრო "სამგორდან" უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ

საქართველოში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი, "ისთ ფოინთი" ხვალ გაიხსნება. ახალ სავაჭრო და გასართობ ცენტრს საზეიმოდ გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ღონისძიებას ასევე დაესწრებიან მთავრობის სხვა წარმომადგენლები.  როგორც "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ განაცხადა, "ისთ ფოინთი" დასვენების, შოპინგისა და გართობის ქალაქი იქნება. საერთო ჯამში "ისთ ფოინთი" მომხმარებელს 150-ზე მეტი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიას და სწრაფი კვებისა და რესტორნების ფართო არჩევანს სთავაზობს.

85 000 კვ. მეტრზე განლაგებულ საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპლექსში განთავსებულია კავეას 10 კინო დარბაზი და რეგიონში პირველი IMAX ტექნოლოგიის კინო, 12-ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეპტუალური კაფე და რესტორნით, რეგიონში ყველაზე დიდი "ზარა", "მანგო", "მასიმო დუტი", "სტრადივარიუსი" და "ბერშკა"; პირველი DIY (Do It Yourself) ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს სახლისა და რემონტისთვის. ასევე იქნება კვების ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიც არის "მაკდონალდსი", "ვენდისი", "დანკინ დონატსი". ასევე იხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების - "დეფაქტო", "გლორია ჯინსისა" და "ინგლოტის" პირველი მაღაზიები საქართველოში. საერთო ჯამში "ისთ ფოინთი" მომხმარებელს 150-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიას და სწრაფი კვებისა და რესტორნების ფართო არჩევანს სთავაზობს.

"ისთ ფოინთ"-ის მიერ დანიშნულია უფასო ტრანსპორტი, რომელიც ყოველდღე, 15 წუთის განრიგით სამგორის მეტროდან (ზედა გასასვლელი) - "ისთ ფოინთის" მიმართულებით იმოძრავებს. ასევე დამატებულია ქ. რუსთავი - "ისთ ფოინთი" სპეციალური მიკრო ავტობუსი.  წლის ბოლომდე "ისთ ფოინთ"-ში გაიხსნება ჰიპერმარკეტი კარფური, 3,500 კვ. მეტრზე განთავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრი "ფოკუს-მოკუსი", რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს, ელექტრო ტექნიკის დიდი მარკეტი, სადაც საქართველოში ყველა წამყვანი ოპერატორი ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი და ახალი, თანამედროვე 3,500 მ2-ზე განთავსებული ავეჯის იტალიური ბრენდი.

პროექტს Quadrum Global ახორციელებს, რომელიც საქართველოში ოპერირებს მისი შვილობილი კომპანიის – შპს CBD Development-ის სახელით. "ისთ ფოინთ"-ის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

სპეციალურად ხვალინდელი საზეიმო გახსნისთვის თბილისში ჩამოსულია Zara-ს და Inditex-ის ჯგუფის გენერალური დირქეტორი საუდის არაბეთში, ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონში იასინ სიბარი. ახალ სავაჭრო და გასართობ ქალაქში Zara-ს მაღაზიის გარდა, Inditex ჯგუფის რეგიონში Retail Croup Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფში შემავალი კომპანია და Inditex-ის ექსკლუზიური ფრეინჩაიზ პარტნიორი წარმოადგენს.

იასინ სიბარი ამბობს, რომ Zara და Inditex ჯგუფში შემავალი ბრენდების მაღაზიების "ისთ ფოინთში" გახსნით მსოფლიოს ტოპ-ბრენდები შემოჰყავთ თბილისის ახალ სავაჭრო და გასართობ ქალაქში.

"ამით დაუვიწყარ შოპინგ-გამოცდილებას ვთავაზობთ ჩვენს საყვარელ მომხმარებლებს. მაღაზია 2000 კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეს მოიცავს. ველით ჩვენს მომხმარებლებს 12 სექტემბრიდან, ცენტრის ოფიციალური გახსნის დღიდან და ვთავაზობთ მრავალ ექსკლუზიურ კოლექციას. მინდა ჩვენმა ქართველმა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ ძარა-ს მესამე მაღაზიის გახსნა განპირობებული იყო პირველი ორი მაღაზიის უზარმაზარი წარმატებით და დარწმუნებული ვარ, ეს მაღაზიაც საყვარელ ადგილად იქცევა ჩვენი მომხმარებლებისთვის", - განაცხადა იასინ სიბარმა.

სავაჭრო და გასართობი ცენტრის გრანდიოზული გახსნის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია სპეციალური გასართობი პროგრამა, გათამაშებები, სურპრიზები და აქციები. საღამოს საზეიმოდ დახურავს ნინო ქათამაძე და ჯგუფი "ინსაითი", ასევე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ნანა ხიდეშელი

იხილეთ ფოტოგალერეა