"თბილისის მიკროავტობუსში" სამარშრუტო ტაქსების გაძვირებას უარყოფენ

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" სამარშრუტო ტაქსებში სამგზავრო ტარიფის შესაძლო მომატების ფაქტს უარყოფენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 40-თეთრიანი სამარშუტო ტაქსებში მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაიზრდება და 50 თეთრი გახდება. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამარშუტო ტაქსებში არანაირი გაძვირება არ იგეგმება.

"კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამარშუტო ტაქსებში სამგზავრო ტარიფი მოიმატებს. არც 80 თეთრიან და არც 40 თეთრიან სამარშუტო ტაქსებში ამ ეტაპზე სამგზავრო ტარიფის არანაირი გაძვირება არ იგეგმება. უცნობია, საიდან წარმოიშვა ეს აზრი", - განაცხადეს კომაპანიაში.