სემეკმა მოქალაქეებს 73 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.სემეკის ინფორმაციით, მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.  კერძოდ, კომისიამ განიხილა მოქალაქეებზე კომპანიების მხრიდან განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების, ხანდაზმული დავალიანებების, აბონენტების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ კომპანიის დადგენილებები. მთლიანობაში, სხდომაზე კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 73 048 ლარი შეადგინა.

"კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც", -ნათქვამია ინფორმაციაში.