ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4052 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4052 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი დოლარის შეძენა 2.4052 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4014 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7097 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6872 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0225 ლარი შეადგინა.