საინვესტიციო კომპანია POWERCHINA ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საინვესტიციო კომპანია POWERCHINA- ს ვიცე-პრეზიდენტს, დიუ ჩუნგუას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უმსხვილესი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა სფეროში ინვესტიციებს ახორციელებს და ოპერირებას ახდენს, საქართველოში არსებულ პოზიტიურ ბიზნესგარემოს კარგად იცნობს.  "სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, POWERCHINA-ს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული გეგმა აქვს. კომპანია ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უცხოური კომპანიების საქმიანობისთვის ქვეყანაში თავისუფალი, გამჭირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი.