ავტომობილი, რომელსაც საწვავის შევსება 100 წელიწადში ერთხელ დასჭირდება

დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ტრილიონი დოლარის მატერიალურ რესურსებს მოითხოვს. მომავალში კი გამოვა ავტომობილი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება და ას წელიწადში ერთხელ მხოლოდ 8 გრამი საწვავი დასჭირდება.

ავტომობილის ახალ მოდელზე კონექტიკუტის შტატში დაფუძნებული კომპანია Laser Power Systems მუშაობს. ისინი ახალი ტიპის ძრავის შექმნას ცდილობენ, რომელიც ქიმიურ ნივთიერება - თორიუმზე იმუშავებს. იმის გამო, რომ აღნიშნული ნივთიერება განსაკუთრებული სიმკვრივით გამოირჩევა, მას შეუძლია წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ენერგია აწარმოოს.

თორიუმის ძრავის ამჟამინდელი მოდელის წონა 200 კილოგრამია და იგი მარტივად თავსდება ტრადიციულ ავტომობილში. ექსპერტების თქმით, მხოლოდ ერთი გრამი თორიუმი უფრო მეტ ენერგიას აწარმოებს, ვიდრე 28 ათასი ლიტრი ბენზინი. თორიოუმი რადიოაქტიური ქიმიური ელემენტია. მის უდიდეს მარაგს ავსტრალია ფლობს.