რა ქონებას ფლობს დიდი ბრიტანეთის მონარქი?

დიდი ბრიტანეთის მონარქის ქონება მადისაღმძვრელად უნდა გამოიყურებოდეს, თუმცა, „ევრონიუსის“ ცნობით, ის არცისე დიდია, როგორც ეს სხვებს წარმოუდგენიათ.„სამდი თაიმსის“ მდიდართა სიის მიხედვით, ელიზაბეთ მეორის ქონება 340 მილიონ ფუნტს შეადგენს, რაც დაახლოებით 469 მილიონი ევროა.  „ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის“ მიხედვით კი, მონარქის ქონება 384 მილიონ ევროს აღწევს. თანხის დიდი ნაწილი დედოფალმა მემკვიდრეობით დედისგან მიიღო.

გარდა ამისა, სამეფო ოჯახის ქონებად მიიჩნევენ ბუკინგემის სასახლის აქციებსაც, თუმცა, იგი ელიზაბეთ მეორის პირად ქონებად არ განიხილება. მიუხედავად არსებული სხვადასხვა მონაცემისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთის დედოფლის ქონება უთვალავია.