მევენახეები გურჯაანის გამგეობასთან იკრიბებიან

მევენახეები გურჯაანის გამგეობასთან იკრიბებიან და ყურძენზე არსებულ ფასს აპროტესტებენ.

გლეხები ამბობენ, რომ ისინი არსებულ ფასად ყურძენს არ ჩააბარებენ. აქციის მონაწილეები, კვლავ ითხოვენ სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას და იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ გუშინ ოთარ დანელია კახეთში ყოფნის დროს მევენახეებს არ შეხვდა. გურჯაანის გარდა, საპროტესტო აქციები დღეს ყვარლის და საგარეჯოს რაიონებშიც არის დაგეგმილი.

ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის ფასი 85 თეთრია.