ნავთობის წარმოების რეკორდულად დაცემას პროგნოზირებენ

აშშ-ში ნავთობის წარმოება მომავალ წელს რეკორდულად დაეცემა და 1992 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწევს, -  ასეთია ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზი.

როგორც მოსალოდნელია 2016 წელს აშშ-ში ნავთობის წარმოება დღეში 0,4 მილიონი ბარელით დაეცემა. აშშ-ში „შავი ოქროს“ წარმოება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა. მაგალითად, 2014 წლის განმავლობაში დღეში შავი ოქროს წარმოება 1,7 მილიონი ბარელით იყო გაზრდილი. პარალელურად მსოფლიო ბაზარზე ბოლო ნახევარი წლის განმალობაში რეკორდულად დაეცა ნავთობის ფასი. აშშ-ში ერთი ბარელი ნედლი ნავთობი ერთი წლის წინ 90 დოლარზე მეტი ღირდა, ახლა კი ფასი 45 დოლარამდეა. ფასების ვარდნა მოთხოვნის შემცირებამ და ჭარბმა წარმოებამ გამოიწვია.