ჩინეთში მეგაპოლისის მშენებლობა იწყება

ჩინეთის ხელისუფლებამ გრანდიოზული მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქვეყანაში მეგაქალაქის შექმნას გულისხმობს, სადაც 130 მილიონი ადამიანი დასახლდება.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, მეგაქალაქს „ძინ-ცზინ-ძი“ ეწოდება. მისი ფართობი კი 136 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.

„მეგაპოლისი ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების ლოკომოტივი იქნება“, - განაცხადა ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელმა ლიუ განმა.

მეგაპოლისის მშენებლობის იდეა ჩინეთის მთავრობაში 10 წლის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მშენებლობის თაობაზე 2015 წლის ივლისში მიიღეს. ჩინეთის ახალი მეგაპოლისი, სავარაუდოდ 2022 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენზიასაც გამოთქვამს.