ვაკე-საბურთალოს ახალი გზის ნაწილზე მოძრაობა ორმხრივად არის შესაძლებელი

13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი დღეს დილიდან გახსნილია. მოძრაობა შესაძლებელია თამარაშვილის ქუჩიდან ხილიანის ქუჩის მიმართულებით, ასევე - პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა. მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად. რაც შეეხება გზის დანარჩენ ნაწილს, პოლიციის შენობიდან გმირთა მოედნამდე, იქ კვლავ მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა გუშინ სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.