"სოკარი" საწვავზე ფასებს ამცირებს

კიდევ 5 თეთრით დაიკლო ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის’’ ავტოგასამართ სადგურებზე, მთელი ქსელის მასშტაბით. კომპანიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სოკარის ქსელში ნავთობპროდუქტების ფასები შემდეგია:  ,,ნანო-რეგულარი’’ - 1,85 ლარი;  ,,ევრო რეგულარი’’ – 1,88 ლარი; ,,ნანო-პრემიუმი’’ – 1,99 ლარი; ,,სუპერი’’ – 2,07 ლარი;  ,,ნანო-დიზელი’’ - 1,77 ლარი;  ,,ევრო დიზელი’’ – 1,92 ლარი.