ნავთობის ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,8%-ით გაიაფდა და ბარელზე 47,77 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 45 დოლარს ქვემოთ დაეცა და ბარელზე 44,52 დოლარი შეადგინა.

გასული კვირის ბოლოს Goldman Sachs-მა ახალი ანგარიში წარმოადგინა, რომლის თანახმად, ნავთობზე ფასი შესაძლოა, 20 დოლარამდე დაეცეს.

ნავთობის ჭარბი მარაგის გამო, გასული წლიდან მოყოლებული „შავ ოქროზე“ ფასები მკვეთრად დაეცა. გასული წლის ზაფხულში ნავთობის ფასი ბარელზე 120 დოლარი იყო, მიმდინარე წლის აგვისტოში კი 42 დოლარი დაფიქსირდა.