ავსტრიასა და გერმანიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა

ავსტრიასა და გერმანიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. როგორც "დოიჩე ბანკის" პრესსამსახურში აცხადებენ, ორ ქვეყანას შორის თითქმის ყველა სარკინიგზო რეისი ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან აღდგა. თუმცა, როგორც გერმანული მედია წერს, ზალცბურგი-მიუნხენის რეისი შეფერხდა, ვინაიდან მიგრანტებმა რკინიგზის ლიანდაგები გადაკეტეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ გერმანიის მთავრობამ ავსტრიასთან საზღვარზე დროებით კონტროლი დააწესა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მიგრანტების დიდი ნაკადი გახდა. შემოწმების გამო სასაზღვრო რეგიონში მაგისტრალზე საცობები წარმოიქმნა.