PSP მევენახეებისაგან 300 ტონა ყურძენს შეისყიდის

PSP კახეთის მევენახეებისაგან 300 ტონა ყურძენს შეისყიდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, PSP-ს მხრიდან აღნიშნული ინიციატივა პირველი არაა. "სხვადასხვა წლებში კომპანია მხარს უჭერდა ქართული მევენახეობის განვითარებას. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში კვლავ განვითარდეს მევენახეობა და მოსახლეობა მოტივირებული იყოს, უფრო მეტი ყურძენი მოიყვანოს", - ნათქვამია PSP-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.