ღვინის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე - რქაწითელი, 2 320 ტონამდე - საფერავი, 375 ტონამდე - კახური მწვანე და 2 700 ტონამდე - სხვა ჯიშის ყურძენი.
"რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთო. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი- 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.