საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირებულია

იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირებულია. საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6 395 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი დაახლოებით 1 459 მილიონი აშშ დოლარი იყო (24%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 937 მილიონი აშშ დოლარი (10%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3 478 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოქვეყნდება. იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6 395 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი დაახლოებით 1 459 მილიონი აშშ დოლარი იყო (24%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 937 მილიონი აშშ დოლარი (10%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3 478 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.