„ფეისბუქის“ სარეკლამო შემოსავალში უცხოელ რეკლამისდამკვეთთა წილი გაიზარდა

„ფეისბუქის“ სარეკლამო შემოსავალში უცხოელი კლიენტების წილმა პირველად გადააჭარბა ამერიკელ რეკლამისდამკვეთთა რაოდენობას და მსოფლიო გაყიდვების 51% შეადგინა.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აზიიდან რეკლამისდამკვეთთა რაოდენობამ 57% შეადგინა.

„საგრძნობლად გაგვეზრდა აზიიდან რეკლამისდამკვეთთა რაოდენობა და ჩვენი პროგნოზით, აზიის ქვეყნებიდან კლიენტთა რაოდენობა 1 მილიარდს მიაღწევს“, - აღნიშნა „ფეისბუქის“ ვიცე-პრეზიდენტმა კაროლინ ევერსონმა.

რაც შეეხება კომპანიის შემოსავალს რეკლამიდან, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ეს მაჩვენებელი 46%-ით - 3,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი „ფეისბუქის“ სარეკლამო შემოსავლები 36%-ით გაიზარდა.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის კაროლინ ევერსონის თქმით, რეკლამისდამკვეთთა შორის მეტი პოპულარობით სარგებლობს მობილური რეკლამა, რომლის წილიც „ფეისბუქის“ შემოსავლების 70%-ია.